მიაღწევს თუ არა პიკს 2016 წელს სიმსივნით დაავადებულთა მაჩვენებელი?! - My files - File Catalog - saintereso.ucoz.com
saintereso.ucoz.com
შაბათი, 2016-12-03, 1:18 AM
» საიტის მენიუ
» კატალოგის კატეგორია
My files [3]
» ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
Всего ответов: 154
მთავარი » ფაილები » My files

მიაღწევს თუ არა პიკს 2016 წელს სიმსივნით დაავადებულთა მაჩვენებელი?!
[ ] 2009-03-14, 5:31 PM
სიმსივნე 21 საუკუნის დაავადებაა, რომლითაც ყოველწლიურად საქართველოში და მთელ მსოფლიოში, უამრავი ადამიანი იღუპება. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ბოლო დროს მნიშვნელოვნად მოიმატა სიმსივნით დაავადებული ბავშვების რიცხვმა. რა იწვევს ბავშვებში სიმსივნის განვითარებას? რატომ ემართებათ სიმსივნე მუცლადყოფნის დროს? შესაძლებელია თუ თანამედროვე მედიცინის საშუალებით კიბოს დიაგნოზის ადრეულ სტადიაში დასმა? აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “ფაქტი” ონკოლოგიური საავადმყოფოს, ბავშვთა განყოფილების ხელმძღვანელს, გიორგი შანიძეს ესაუბრა.  
ბოლო დროს სიმნსივნით დაავადებულ ბავშვთა რიცხვმა მნიშვნელოვნად მოიმატა, რამ გამოიწვია მოზარდებში კიბოს გავრცელება?
ბავშვებში ძირითადად გვხვდება თირკმლისა და ძვლის სიმსივნე.
ამ ეტაპზე ონკოლოგიური საავადმყოფოში, კიბოთ დაავადებული ძალიან ბევრი მოზარდია აღრიცხული. არის შემთხვევები, როცა რაიონებიდან ბავშვები თბილისში სამკურნალოდ ვერ ჩამოჰყავთ, ასევე ავადმყოფები მიჰყავთ სხვადსხვა ექიმთან, სადაც უსვამენ მცდარ დიაგნოზს და უნიშნავენ არასწორ მკურნალობას, რაც კიდევ უფრო ართულებს მოზარდის ჯანმრთელობას და მკურნალობა აზრს კარგავს.
თანამედროვე მედიცინა არის თუ არა დღესდღეობით იმ დონეზე განვითარებული, რომ  დიაგნოზი დაისვას ადრეულ სტადიაში და მკურნალობის შედეგად ავადმყოფს სიცოცხლე გაუხანგრძლივდეს?  
აუცილებელია მშობელმა ბავშვი ხშირად მიიყვანოს ექმითან პროფილაქტიკის მიზნით, თანამედროვე მედიცინა დღესდღეობით იმ დონეზეა განვითარებული, რომ შესაძლებელია ადრეულ სტადიაში დაისვას დიაგნოზი და სწორი მკურნალობის შემთხვევაში ბავშვს სიცოცხლე არა მარტო გაუხანრგძლივდება, არამედ გამოჯანმრთელდება კიდეც.
არის შემთხვევები, როცა ბავშვი თანდაყოლილი კიბოთი იბადება, სიმსივნე მუცლადყოფნის დროს უვითარდება, შესაძლებელია თუ არა მსგავსი შემთხვევის თავიდან აცილება?
რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევების თავიდან აცილებაც შესაძლებელია, თუ მომავალი დედა ფეხმძიმობას ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გაატარებს და მის რჩევებსაც გაითვალისწინებს, ნაკლები საშიშროება იქნება, რომ ბავშვს სიმსივნე განუვითარდეს.
არსებობს მოსაზრება, რომ სიმსივნე და სხვა ბევრი დაავადება ჩერნობილის კატასტროფის შედეგია, რომელსაც დღესაც ვიმკით და კიდევ უფრო მწვავე იქნება ეს შედეგები კატასტროფიდან 30 წლის შემდეგ?
ძნელი სათქმელია, არის თუ არა კიბოს განვითარების რეალური მიზეზი ჩერნობილის კატასტროფა და მიაღწევს თუ არა პიკს 2016 წლისთვის სიმსივნით დაავადებულთა მაჩვენებელი.
 
                                                        თამუნა ბერაძე
კატეგორია: My files | დაამატა: saintereso
ნანახია: 415 | ჩატვირთულია: 0 | რეიტინგი: 3.0/2 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
» შესვლის ფორმა
» ძებნა
» საიტის მეგობრები
სურათის სრული ზომით ნახვა






20 წლის გოგონა შეყვარებულის “ვნებიანი კოცნის” შედეგად დაყრუვდა

ქალებისა და მამაკაცების ერთად წოლა არ შეიძლება!

მთვლელი




Copyright MyCorp © 2016