ზამთარში ჩვენი კანის დასაცავად დერმატოლოგი Chris Moeller არომატული საშუალებებისგან თავის შეკავებისაკენ მოგვიწოდებს და გვირჩევს: Winter Skin Myths1. არ მივიღოთ ყოველდღე, თუ ეს ძალიან აუცილებელი არ არის, აბაზანა ან შხაპი, რადგანაც ეს კანის გამოშრობას აძლიერებს. 2. ვისარგებლოთ მხოლოდ თბილი შხაპით ან აბაზანით. ცხელი, თუნდაც კონტრასტული აბაზანებისგან უმჯობესია თავი შევიკავოთ. 3. ვიხმაროთ რბილი გამწმენდი საშუალება. არომატულმა საშუალებებმა შესაძლოა კანის გაღიზიანება გამოიწვიოს, გელმა კი - სიმშრალეც. ამის მაგიერ გამოვიყენოთ თხევადი ან ნაჭერი საპონი. გნებავთ დაიჯერეთ, გნებავთ - არა, მაგრამ Dove- ის საპონი, რომელიც უკვე 20 წელია ყველა შესაძლებელ შემოწმებებს გადის, ყველაზე უსაფრთხო საპნადაა აღიარებული, - ამბობს Moeller. – საპონი Cetaphil - ასევე ერთ-ერთი მისაღები ვარიანთია". მაგრამ გახსოვდეთ, რომ არც ერთი საპონი არ მოაშორებს სიმშრალეს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუშლის მის გამწვავებას. 4. "სახე დაიტენიანეთ კრემით და არა ლოსიონით", ხაზს უსვამს Moeller. - "ლოსიონს კანი სწრაფად იწოვს და მალევე ქრება, კრემის ეფექტი კი ბევრად დიდხანს ნარჩუნდება".
თქვენ რეგისტრაციის გავლის გარეშე შეგიძლიათ შეაფასოთ მასალა და დატოვოთ კომენტარი. მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია საიტის სახელის მითითება.