რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტმა, ალა პუგაჩოვამ, რომელსაც ერთი თვის შემდეგ 60 წელი შეუსრულდება, 10 წლის განმავლობაში პირველად დიდი პრესკონერენცია მოაწყო და სცენიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. მისივე თქმით, მომავალი საგასტროლო ტური მის კარიერაში გამოსამშვიდობებელი და ბოლო იქნება. მომღერალმა თავისი კარიერის დასრულების ორი მიზეზი დაასახელა. როგორც ალა პუგაჩოვამ განაცხადა, გული და ჯანმრთელობა მას გასტროლების ჩატარების საშუალებას აღარ აძლევს და მორიგი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ვეღარ ახერხებს გადმოსცეს ის გრძნობები და ინტონაციები, რომლებიც მას სურს.