20 რჩევა ქალებს - 30 აპრილში 2009 - saintereso.ucoz.com
saintereso.ucoz.com
შაბათი, 2016-12-03, 8:40 PM
» საიტის მენიუ
» ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
Всего ответов: 154
მთავარი » 2009 » აპრილი » 30 » 20 რჩევა ქალებს
20 რჩევა ქალებს
2:28 PM
სურათის სრული ზომით ნახვა
ერთ-ერთი უცხოური გამოცემის ჟურნალისტი მამკაცი, რომლის ფსევდონიმიც ფანფან ტიტააა, ქალებს მნიშვნელოვან რჩევას აძლევს:
1. “შეგიძლია ლაპარაკი?” “დაკავებული ხომ არ ხარ?” _ არ არის საჭირო დარეკვის დროს ამ ფრაზებით საუბრის დაწყება.
2. ჩვენ ვერ ვიტანთ, როცა ყოფილ შეყვარებულზე ლაპარაკობთ, რომ ის უიღბლოა, ეს დიდი ხანია, ისედაც ცხადია _ სხვა შემთხვევაში, ჩვენ ხომ ვერ შევხვდებოდით? ჰოდა, რა საჭიროა იმის გახსენება, თუ როგორი იყო ის?
3. ჩვენ ეჭვიანები ვართ: მაშინაც კი, როდესაც ლიბერალს ვთამაშობთ. მაშინაც კი, როდესაც თავად გთავაზობთ ღია საუბარს. სიმართლის გაგების შემდეგ, რა თქმა უნდა, სახეზე ცივილიზებულ გამომეტყველებას ავიკრავთ და არ შევიმჩნევთ, მაგრამ მერე, წლების შემდეგ, შესაძლოა, ყველაფერი გეომეტრიული პროგრესიით შეგახსენოთ.
4. მეგობარ ბიჭებზე საუბრისგან თავი შეიკავეთ. ჩვენ ადვილად ვიღებთ ტრამვებს და ეჭვიანები ვართ. მესამე პუნქტს გადახედე.
5. ჩვენ იმაზე მეტად ემოციურები და მგრძნობიარე ვართ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
6. ჩვენ იშვიათად ვატარებთ თავით გეგმებს. ამიტომ, ბევრ რამეს ისე, უბრალოდ, ვაკეთებთ. თუ რამის კორექტირებას გზადაგზა მოინდომებთ, კი, ბატონო.
7. ჩვენი სუსტი წერტილი თქვენ ხართ.
8. თუ ჩვენი ურთიერთობა სერიოზულია, ჩვენ ქალებზე ძალიან გვიყვარს.
9. მამაკაცები ვერ იტანენ “ნირიახებს”, თუმცა მათთან ხანდახან სექსი მაინც აქვთ.
10. მამაკაცები ქალებზე უფრო ბევრს ლაპარაკობენ, ვიდრე ქალები _ მამაკაცებზე.
11. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ. ვგულისხმობთ იმას, რასაც ვლაპარაკობთ და ვფიქრობთ, ისევ და ისევ, იმაზე, რაზეც ვლაპარაკობთ. ამიტომ, არ არის საჭირო მინიშნებები, აზრამდე მიყვანა და წყლით ქვის გახვრეტა, უბრალოდ, ადექით და თქვით ყველაფერი, რაც ხდება და რაც გინდათ.
12 სექსუალური და სიმპათიურის სინონიმია ლამაზი და ჭკვიანი. და თუ მე ვთქვი, რომ შენ ლამაზი ხარ, ე.ი. შენზე ჭკუას ვკარგავ! 
13. თუ მამაკაცი გეხუმრება, ე.ი. მოსწონხარ, თუ გახელებს, ე.ი. თითქმის უყვარხარ!
14. ჩვენ არ მოგვწონს ძალიან გამხდარი ქალები. პარამეტრები მითია, რომელიც იმ ქალებმა გამოიგონეს, ვინც პრიალა ჟურნალებში მუშაობენ.
15. ყველაზე ლამაზი ამ ქვეყნად ის ქალია, რომელიც საჭმელს აკეთებს. მამაკაცის გულისკენ გზა კუჭზე გადის... ამაზე მერე.
16. როდესაც ჩვენ კომპლიმენტს ვამბობთ, ნუ გვაწყვეტინებთ და ნუ ამბობთ, რომ ეს სიმართლე არ არის.
17. ქალში ყველაზე მომნუსხველი ღიმილია
18. როდესაც სექსი შემდეგ ვიძინებთ, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენგან მხოლოდ სექსი გვინდოდა და ცხოველები ვართ. უბრალოდ, ჩვენ ბოლომდე დავიხარჯეთ, დავიღალეთ, ბოლოსდაბოლოს.
19. დიახაც, ჩვენ მოგვწონს მკერდსა და საჯდომზე ლაპარაკი, მაგრამ თქვენი შინაგანი სამყარო უფრო მეტად გვაღელვებს. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე საუბარი მოსაწყენია, მკერდისგან განსხვავებით.
20. ხანდახან ხდება, რომ ჩვენ ფლირტს ვაბამთ და ვერთობით, მაგრამ როცა ვიღვიძებთ და ვდგებით, ყოველთვის ვფიქრობთ იმ ქალზე, რომელიც მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის.


                                                      "ფაქტნიუსი”

თქვენ რეგისტრაციის გავლის გარეშე შეგიძლიათ შეაფასოთ მასალა და დატოვოთ კომენტარი.

მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია საიტის სახელის მითითება.
ნანახია: 898 | დაამატა: saintereso | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარი: 2
2  
"ჩვენ არ მოგვწონს ძალიან გამხდარი ქალები. პარამეტრები მითია, რომელიც იმ ქალებმა გამოიგონეს, ვინც პრიალა ჟურნალებში მუშაობენ". es momenti yvelaze magrad momewonaaaaa good good biggrin biggrin biggrin biggrin

1  
cool

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
» შესვლის ფორმა
» ძებნა
» საიტის მეგობრები
სურათის სრული ზომით ნახვა






20 წლის გოგონა შეყვარებულის “ვნებიანი კოცნის” შედეგად დაყრუვდა

ქალებისა და მამაკაცების ერთად წოლა არ შეიძლება!

მთვლელი




Copyright MyCorp © 2016