თბილისის საკრებულო და "ლიბ.გე” ლიტერატურულ კონკურსს ატარებენ - 22 მაისში 2009 - saintereso.ucoz.com
saintereso.ucoz.com
შაბათი, 2016-12-03, 1:17 AM
» საიტის მენიუ
» ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
Всего ответов: 154
მთავარი » 2009 » მაისი » 22 » თბილისის საკრებულო და "ლიბ.გე” ლიტერატურულ კონკურსს ატარებენ
თბილისის საკრებულო და "ლიბ.გე” ლიტერატურულ კონკურსს ატარებენ
12:54 PM

თბილისის საკრებულოს ეგიდით, ელექტრონული ბიბლიოთეკა “ლიბ.გე” ლიტერატურულ კონკურსს ატარებს. პროექტში მონაწილეობის მიღება 18-დან 40 წლამდე შემოქმედებს შეუძლიათ და გამარჯვებულები როგორც პროზაში ისე პოეზიაში გამოვლინდებიან. ლიტერატურულ კონკურსის პირველ ადგილზე გასული 500 ლარს, მეორე ადგილზე გასული _ 300 ლარს, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი_ 200 ლარს მიიღებს. კონკურსის ჩატარების ინიციატორი “ლიბ.გე”-ს რედაქტორი გიორგი კეკელიძეა, ხოლო მის ფინანსურ მხარეს თბილისის საკრებულო უზრუნველყოფს. “ამ საიტზე რამდენიმე ტექსტი მქონდა წაკითხული და შემიძლია გითხრათ, რომ სერიოზული საიტია. გარდა ამისა, ვთვლი, რომ გიორგი კეკელიძე ძალიან საინტერესო პოეტია და მის შემოთავაზებას ამიტომ დავთანხმდი”, _ განაცხადა “ფაქტნიუსთან” საუბრისას საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა.ელექტრონული ბიბლიოთეკის პროექტში მასალების მიღება ამ დროისთვის დასრულებულია. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მიტანილი 197 ნაწარმოებიდან ჟიურიმ 15 პროზაული და 15 პოეტური ნაწარმოები შეარჩია, რომელსაც გამომცემლობა “სიესტა” კრებულად გამოსცემს და წიგნის ფესტივალზე წარადგენს. პრიზი რადიო “მუზამაც” დააწესა. პროექტის სამი გამარჯვებული ორ კვირაში გამოვლინდება. რაც შეეხება ჟიურის შემადგენლობას, მასში “ლიბ.გე”-ს ჯგუფი_ ზაალ ჩხაიძე, ნათია ნაცვლიშვილი, დიანა ამფიმიადი, ქეთო ნინიძე, საკრებულოს წარმომადგენელი, ლაშა იმედაშვილი და მოწვეული სპეციალისტები _ გაგა ლომიძე და ლევან ბრეგაძე შედიან.

კატეგორია: კულტურა | ნანახია: 686 | დაამატა: saintereso | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
» შესვლის ფორმა
» ძებნა
» საიტის მეგობრები
სურათის სრული ზომით ნახვა






20 წლის გოგონა შეყვარებულის “ვნებიანი კოცნის” შედეგად დაყრუვდა

ქალებისა და მამაკაცების ერთად წოლა არ შეიძლება!

მთვლელი




Copyright MyCorp © 2016