ხვალ საქართველოში ცნობილი უკრაინელი დიზაინერი ალექსანდრ გავჩუკი ჩამოვა - 11 ივლისში 2009 - saintereso.ucoz.com
saintereso.ucoz.com
შაბათი, 2016-12-03, 1:16 AM
» საიტის მენიუ
» ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
Всего ответов: 154
მთავარი » 2009 » ივლისი » 11 » ხვალ საქართველოში ცნობილი უკრაინელი დიზაინერი ალექსანდრ გავჩუკი ჩამოვა
ხვალ საქართველოში ცნობილი უკრაინელი დიზაინერი ალექსანდრ გავჩუკი ჩამოვა
7:47 PM
სურათის სრული ზომით ნახვაკვირა საღამოს, 12 ივლისს საქართველოში ცნობილი უკრაინელი დიზაინერი ალექსანდრ, იგივე საშა გავჩუკი ჩამოვა. მას თათა ვარდანაშვილი უმასპინძლებს. როგორც “საინტერესოსთან” საუბარში თათამ განაცხადა, უკრაინელი დიზაინერი საქართველოში მუზის გასაჩენად ჩამოდის, რომ შემდეგ უკრაინის კვირეულისთვის ტანსაცმელი შექმნას.

“იგი ძალიან მაღალი რეიტინგის მქონე მოდელიორია. მე და საშა უკრაინის კვირეულზე ერთობლივ პროექტს წარვადგენთ. ჩვენებისთვის მე ფეხსაცმელებს დავამზადებ, ხოლო ის _ სამოსს”, _ აღნიშნა ვარდანაშვილმა. ოქტომბერში საქართველოს საელჩო უკრაინაში შენობას იცვლის. უკრაინის მოდის კვირეულის ბოლო ჩვენება სწორედ საქართველოს საელჩოს ახალ შენობაში შედგება და ამავე დროს მოხდება საელჩოს გახსნაც. 

“მიხარია, რომ ჩემთან დაკავშირების სურვილი საშამ თვითონ გამოთქვა. კმაყოფილი ვარ, რომ აქტიურად ჩავერთე ამ ღონისძიებაში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია უკარაინაში საქართველოს პოპულარიზაცია, მით უმეტეს დღევანდელ დღეს, როცა თითქმის ანალოგიურ პოლიტიკურ ვითარებაში ვიმყოფებით და მათაც და ჩვენც თანადგომა გვჭირდება”, _ განაცხადა “საინტერესოსთან” საუბარში თათა ვარდანაშვილმა.

ალექსანდრე გავჩუკი საქართველოში ხვალ ჩამოვა და უკრაინაში ხუთშაბათს, 16 ივლისს გაემგზავრება.   

კატეგორია: მოდა | ნანახია: 724 | დაამატა: saintereso | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
» შესვლის ფორმა
» ძებნა
» საიტის მეგობრები
სურათის სრული ზომით ნახვა






20 წლის გოგონა შეყვარებულის “ვნებიანი კოცნის” შედეგად დაყრუვდა

ქალებისა და მამაკაცების ერთად წოლა არ შეიძლება!

მთვლელი




Copyright MyCorp © 2016