ზოდიაქოს რჩევები მამაკაცის დასარწმუნებლად - 14 ივლისში 2009 - saintereso.ucoz.com
saintereso.ucoz.com
შაბათი, 2016-12-03, 1:13 AM
» საიტის მენიუ
» ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
Всего ответов: 154
მთავარი » 2009 » ივლისი » 14 » ზოდიაქოს რჩევები მამაკაცის დასარწმუნებლად
ზოდიაქოს რჩევები მამაკაცის დასარწმუნებლად
10:40 PM
სურათის სრული ზომით ნახვარამდენიმე რჩევა ასტროლოგებისგან, თუ როგორ მოძებნოთ მისადგომი მამაკაცთან ზოდიქოს ნიშნების მიხედვით და დაარწმუნოთ საკუთარი სურვილის სისწორეში.

მგზნებარე, ცეცხლოვანი მამაკაცები: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი

ყველაზე სანდო და ტაქტიკური სვლა ცეცხლოვან მამაკაცზე გავლენის მოსაპოვებლად შემდეგშია: მიეცით მას საშუალება მიხვდეს, მიახვედრეთ, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული! ასეთი მამაკაცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აცნობიერებდნენ, რომ ოჯახში მთავრები სწორედ ისინი არიან. ამიტომაც თუ თქვენ საყვარელ ადამიანთან საუბარს ზუსტადაც იმით დაიწყებთ, რომ უბალოდ, მისი რჩევა გჭირდებათ და აზრი გაინტერესებთ, ის აუცილებლად მოგცემთ თავის თანხმობას. ხოლო თუ თქვენ ლაპარაკს ბრძანებითი ტონით შეუდგებით, იყვირებთ და ისტერიკას მოაწყობთ, ამასთან აქცენტს იმაზე გააკეთებთ რომ პარტნიორი თქვენგან დავალებულია _ იქვე დაემშვიდობეთ სასურველი სურვილის ასრულებას. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტია, მამაკაცი ჩანაფიქრის დადებით შედეგში დაარწმუნოთ. ცეცხლოვანი ნიშნები ოპტიმისტები არიან, თუ დააჯერებთ მათ იდეის წაუგებლობაში, მაშინ წარმატებისკენ ნახევარი გზა უკვე გავლილი გექნებათ.
სიახლის სისწორესა და წარმატებაში დარწმუნება განსაკუთრებით ლომს ესაჭიროება. ის ბუნებით კონსერვატორია და არც დიდად ხიბლავს ცვლილებები. აი, ვერძებისა და მშვილდოსნების დასარწმუნებლად მთავარ იარაღს ინტრიგა წარმოადგენს. მშვილდოსანი გულის სიღრმეში ავანტიურისტია, შესაბამისად, მისი ცნობისმოყვარეობის გაღვიძებით შესაძლოა პარტნიორის თანხმობას მიაღწიოთ. ვერძებს ძალიან უყვართ ცვლილებები და თუ დაარწმუნებთ, რომ ეს ცვლილებები პოზიტიურია, ამასთან ყველაფერი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული _ მაშინ ის არავითარ შემთხვევაში არ გეტყვით თხოვნის ასრულებაზე უარს.  
 
მიწის სტიქია: კურო, ქალწული, თხის რქა

თავიდანვე იცოდეთ, რომ ამ მამაკაცებთან ოპტიმისტური ლაპარაკი არ გაჭრის. ისინი პრაქტიკულები არიან. თქვენ სურვილის ახსნისას ხაზი უნდა გაუსვათ, რომ იგი პირველ რიგში ოჯახზე დედობრივ ზრუნვას წარმოადგენს.
თუ თქვენ რაიმე ძვირად ღირებულის ყიდვას სთოხვთ, დაარწმუნეთ მეუღლე იმაში, რომ ეს ნივთი ერთი კვირის წინ გაცილებით ძვირი ღირდა, რომ თქვენ მას აქციის წყალობით იაფად ყიდულობთ და ამით არსარგებლობა, უბრალოდ, ცოდვაა. მნიშვნელოვანი არ არის, რომ სინამდვილეში არავითარი აქცია არ არსებობს, მთავარია, ამ სტიქიის მამაკაცი დარწმუნებული იყოს, რომ ფულს ქარს არ ატანთ.  

ჰაეროვანი სტიქია: ტყუპები, სასწორი, მერწყული

ჰაერის სტიქიის მქონე მამაკაცებს ცარელა სიტყვები არ უყვართ. ამიტომაც წინასწარ მოემზადეთ და მის წინაშე ზუსტი სიტყვებით წარსდექით, ეს გაცილებით მომგებიანი იქნება. ყველაზე მთავარია, არ აყვეთ ემოციებს და არც მსხვერპლის როლის თამაში დაიწყოთ. ეცადეთ უბრალოდ და საინტერესოდ აუხსნათ თუ რატომ გინდათ ასე მოქცევა ან კონკრეტული ნივთის შეძენა. ჰაერის სტიქიის მამაკაცები ინტელექტუალები არიან, ამიტომაც საუბრები _ “მე ეს კომოდი ძალიან მომწონს” ან “ეს სეზონის ბოლო ჰიტია”, არ გაამართლებს. მაგრამ თუ ნივთი მართლაც ლამაზია, ხოლო თქვენი თხოვნა ლოგიკურად და დამაჯერებლად იქნება ახსნილი, მის დათანხმებას შეძლებთ.
ტყუპებსა და სასწორს უკეთესია მოუყვეთ, რომ მასალა, რომლითაც ეს კომოდია დამზადებული დიდი ენერგიის მატარებელია, რაც აძლიერებს ადამიანის ძალას, განსაკუთრებით კი მამაკაცებში. თხოვნის ასრულებაზე საუბრისას არც იმის აღნიშვნა დაგავიწყდეთ, რომ ნივთი ლამაზი, სასარგებლო და ორიგინალურია. თუ თქვენ საყვარელ ადამიანს რჩევას ეკითხებით ან რაიმე საქციელით მისი მოწონების დამსახურებას ცდილობთ, ამ შემთხვევაშიც კი პარტნიორის დაარწმუნება თქვენი არჩევანის ორიგინალურობასა და ლოგიკურობაში მოგიწევთ. უფრო მეტიც, ამ ხერხით შეგიძლიათ ისარგებლოთ მაშინაც კი თუ საქმე სიდედრის გაურკვეველი ვადით სტუმრობას ეხება. მეუღლეს დაუსაბუთებთ, რომ დედა ბავშვების მოვლასა და სახლის საქმეებში დაგეხმარებათ, თქვენ კი ერთმანეთისთვის მეტი დრო დაგრჩებათ.

წყლის სტიქია: ღრიანკალი, თევზები, კირჩხიბი

ეს მამაკაცები მგრძნობიარეები არიან. მათ შემთხვევაში შეგიძლიათ საქმეში მთელი თქვენი ქალურობა და მდედრობითი სქესის მომხიბვლელობა ერთდროულად ჩართოთ. ამ ნიშნის მამრებთან შესაძლებელია ყველა პრობლემის მოგვარება მათი მგრძნობიარობისა და სენტიმენტალურობის წყალობით. წყლის სტიქიის მამაკაცები თქვენთვის საჭირო, თანხმობის განწყობაზე რომ დააყენოთ, ამისთვის კომედიური ან მელოდრამის ჟანრის ფილმის ერთად ყურებაც კი გეყოფათ. გარდა ამისა შეგიძლიათ თქვენი პირველი შეხვედრა გაახსენოთ ან კომპლიმენტი გამოთქვათ მისი მშობლების მისამართით. საქმის წარმართვისას არც ჩახუტება და კოცნა დაგავიწყდეთ! მოკლედ, მუშაობა შორიდან დაიწყეთ, ეცადეთ თქვენს პარტნიორს ასიამოვნოთ, შეეხეთ მის ყველაზე მგრძნობიარე “სტრუნებს” და კიდევ ერთხელ უთხარით რომ გიყვართ. დამერწმუნეთ, შედეგი არ დააყოვნებს.   


თქვენ რეგისტრაციის გავლის გარეშე შეგიძლიათ შეაფასოთ მასალა და დატოვოთ კომენტარი.

მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია საიტის სახელის მითითება.
     

ნანახია: 480 | დაამატა: saintereso | რეიტინგი: 5.0/2 |
სულ კომენტარი: 2
2  
deal magari vixalise lol lol lol lol lol lol aba tqven icit gogoebo dagvkeret, dagbkeret lol lol lol lol lol

1  
wow, vecdebi gavitvaliswino biggrin biggrin hands

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
» შესვლის ფორმა
» ძებნა
» საიტის მეგობრები
სურათის სრული ზომით ნახვა






20 წლის გოგონა შეყვარებულის “ვნებიანი კოცნის” შედეგად დაყრუვდა

ქალებისა და მამაკაცების ერთად წოლა არ შეიძლება!

მთვლელი




Copyright MyCorp © 2016