რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომს როკ-კონცერტი მიეძღვნება - 30 ივლისში 2009 - saintereso.ucoz.com
saintereso.ucoz.com
შაბათი, 2016-12-03, 1:20 AM
» საიტის მენიუ
» ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
Всего ответов: 154
მთავარი » 2009 » ივლისი » 30 » რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომს როკ-კონცერტი მიეძღვნება
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომს როკ-კონცერტი მიეძღვნება
4:25 PM
Просмотреть картинку полностью7 აგვისტოს 14:00 საათზე შარდენის ქუჩაზე პროექტ ‘’We  remember - ROCK’’-  ის ფარგლებში გაიმართება როკ-აქცია სახელწოდებით “გვახსოვს”. აქცია  აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომში დაღუპული ბიჭების ხსოვნას ეძღვნება. აქციის ორგანიზატორები  ინტერნეტ ფორუმი „Грузия-Online” (დიმიტრი ყიფიანის სახით) და როკ ჯგუფი ”Sons Of the Sun” არიან.

პროექტ ‘’We  remember - ROCK”-ის იდეა  დიმიტრი ყიფიანს (MIG Apkhazeti,, 2005) და გაგა გობრონიძე (რადიო Green Wave, 2005) ეკუთვნით. ამ პროექტის ფარგლებში ხელოვან ადამიანებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის თემატიკაზე სიმღერები უნდა შეექმნათ, რომელსაც ქართველი მუსიკოსები შეასრულებდნენ. აუცილებელი პირობა იყო -  სიმღერა შესრულებულიყო როკის სტილში, რადგანაც ორგანიზატორების განცხადებით, ეს ჟანრი თავისთავად მოიცავს პროტესტს ყველნაირი ძალადობის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ ინტერნეტ ფორუმის „Грузия-Online” და ქართული როკ ჯგუფის SONS OF THE SUN-ის თანამშრომლობით პროექტ - ‘’We remember’’- ის ფარგლებში შეიქმნა სიმღერა –“WR III - SAMACHABLO’’.  სიმღერა  2008 წლის აგვისტოს მოვლენებს და იმ გმირებს ეძღვნება ვინც რუსეთ-საქართველოს ომში ქართულ მიწას იცავდნენ. სიმღერა ინგლისურ ენაზეა შესრულებული. მისი ავტორია ჯგუფი შSONS OF THE SUN, ხოლო სიმღერის ჩასაწერად დამატებით მოწვეული იყვნენ სხვადასხვა ცნობილი როკ შემსრულებლები.  7 აგვისტოს გამართულ როკ აქციაზე ‘’We remember  - Live for Peace" სიმღერა ‘’WR III - SAMACHABLO"   ცოცხლად შესრულდება.


თქვენ რეგისტრაციის გავლის გარეშე შეგიძლიათ შეაფასოთ მასალა და დატოვოთ კომენტარი.

მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია საიტის სახელის მითითება.


კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 947 | დაამატა: saintereso | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
» შესვლის ფორმა
» ძებნა
» საიტის მეგობრები
სურათის სრული ზომით ნახვა






20 წლის გოგონა შეყვარებულის “ვნებიანი კოცნის” შედეგად დაყრუვდა

ქალებისა და მამაკაცების ერთად წოლა არ შეიძლება!

მთვლელი




Copyright MyCorp © 2016