გოგი ხარაბაძის წიგნის _"თამადა" პრეზენტაცია გაიმართა - 8 აგვისტოში 2009 - saintereso.ucoz.com
saintereso.ucoz.com
შაბათი, 2016-12-03, 1:17 AM
» საიტის მენიუ
» ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
Всего ответов: 154
მთავარი » 2009 » აგვისტო » 8 » გოგი ხარაბაძის წიგნის _"თამადა" პრეზენტაცია გაიმართა
გოგი ხარაბაძის წიგნის _"თამადა" პრეზენტაცია გაიმართა
4:17 PM
Просмотреть картинку полностьюწიგნის მაღაზია “ბიბლუსში” მსახიობ გოგი ხარაბაძის წიგნის _ “თამადა” პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და აგვისტოს ომს ეხება. “თამადის” პრეზენტაციას გოგი ხარაბაძის მეგობრები და მსახიობები, მათ შორის გოგი ქავთარაძე, ნანული სარაჯიშვილი, მარიკა ლორთქიფანიძე და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი დაესწრნენ.

  “დღეს გლოვის დღეა. შარშან ამ დროს საქართველო-რუსეთის ომი განახლდა. წიგნი სწორედ ამას ეძღვნება. ამ ომში თითოეული ჯარისკაცი ვართ, რომლებსაც არავინ მოგვიგონებს, ყველაფერი მთავარსარდალზე გადატყდება. წიგნში იმაზეა საუბარი, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია თითოეულ ჩვენთაგანს, თუ სად და რაში დავუშვით თითოეულმა ჩვენთაგანმა შეცდომა და რა არის ეს ჩვენი შეცდომა. თუ ამას გავაცნობიერებთ და ამ გზაზე ეს წიგნი ვინმეს რამეს ეტყვის, ძალიან კარგი იქნება”, _ განაცხადა პრეზენტაციაზე მსახიობმა.

 “თამადა” ძალიან დიდი ტირაჟით რუსულ ენაზე შემოდგომაზე მოსკოვში უკვე გამოვიდა და რუსული ინტელიგენციის მოწონება დაიმსახურა.

“რუსეთიდან ძალიან ბევრი მეგობარი და უცნობი ადამიანი მირეკავს. რუსებმა ეს წიგნი კარგად მიიღეს”, _ აღნიშნა ავტორმა.

რუსეთში “თამადის” მოწონებაზე მსახიობმა გოგი ქავთარაძემაც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, რუსეთში მყოფმა მეგობრებმა აცნობეს, რომ წიგნი მაღაზიებიდან დაიტაცეს.
“ის რომ ამ წიგნმა რუსეთში ასეთი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია. რუსეთი ჩვენთან ერთად უნდა გამოფხიზლდეს და ერთად უნდა ვუშველოთ არსებულ სიტუაციას”, _ განაცხადა გოგი ქავთარაძემ და დასძინა, რომ “თამადა” ძალიან საჭირო წიგნია, ადამიანი მისი წაკითხვისას ბევრ ინფორმაციას იღებს.

გოგი ხარაბაძის ნამუშევარს ისტორიკოსმა მარიკა ლორთქიფანიძემაც დადებითი შეფასება მისცა და ავტორს მისი დაწერისთვის მადლობაც გადაუხადა.
“ეს წიგნი გუშინწინ მივიღე. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. მასში რამდენიმე თემაა ერთმანეთთან დაკავშირებული და განხილული, მათ შორისაა საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, აგვისტოს ომი, კინოს, თეატრისა და განათლების მდგომარეობა. “თამადა” ჩვენი უბედურების დასკვნას, მომხდარის ანალიზსა და შეფასებას წარმოადგენს”, _ განაცხადა “ფაქტნიუსთან” საუბრისას მარიკა ლორთქიფანიძემ.

“თამადა” ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმაც შეაფასა და მნიშვნელოვანი წიგნი უწოდა. მისი თქმით, წიგნში მთავარი ბიბლიური დასკვნაა, რომელსაც ავტორი აკეთებს.
“ეს ერთი შეხედვით ხალისიანი, იუმორით სავსე ტექსტი, საკმაოდ სერიოზულია. წიგნში კარგად ჩანს, რომ ყველა უბედურების სათავე პიროვნებამ საკუთარ თავში უნდა ეძებოს, რომ ყველა უბედურება მაშინ იწყება, როდესაც ადამიანი ან ერი ღმერთს სცილდება ან მასთან სულიერ კავშირს არასათანადოდ ახერხებს. გარეშე ძალა შესაძლოა მოძალადე იყოს, მაგრამ უფალი მეფობს, ის ყველას თავისას მიაგებს, მთავარია, ჩვენ დავუბრუნდეთ ღვთის რწმენას და ჭეშმარიტი კავშირი ვიქონიოთ მასთან. ეს წიგნი ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია”, _ განაცხადა მეუფე დანიელმა.

პრეზენტაციაზე მოსულმა სტუმრებმა მისი დასრულების შემდეგ “თამადა” შეიძინეს და ავტორს, გოგი ხარაბაძეს ავტოგრაფები გააკეთებინეს.
მსახიობ გოგი ხარაბაძეს “რუსთაველის თეატრში” 70-მდე როლი აქვს შესრულებული და 25-მდე ფილმშია გადაღებული.


თქვენ რეგისტრაციის გავლის გარეშე შეგიძლიათ შეაფასოთ მასალა და დატოვოთ კომენტარი.

მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია საიტის სახელის მითითება.
კატეგორია: კულტურა | ნანახია: 1065 | დაამატა: saintereso | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
» შესვლის ფორმა
» ძებნა
» საიტის მეგობრები
სურათის სრული ზომით ნახვა






20 წლის გოგონა შეყვარებულის “ვნებიანი კოცნის” შედეგად დაყრუვდა

ქალებისა და მამაკაცების ერთად წოლა არ შეიძლება!

მთვლელი




Copyright MyCorp © 2016