ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს გულდაწყვეტილი პატარები - 2 ივნისში 2012 - saintereso.ucoz.com
saintereso.ucoz.com
შაბათი, 2016-12-03, 1:15 AM
» საიტის მენიუ
» ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
Всего ответов: 154
მთავარი » 2012 » ივნისი » 2 » ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს გულდაწყვეტილი პატარები
ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს გულდაწყვეტილი პატარები
2:29 PM

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე,  1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა. 1950 წლიდან 1 ივნისს ყოველწლიურად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოშიც სხვადასხვა ბავშვთა გასართობი ღონისძიებები ტარდაბა ხოლმე. გამონაკლისი არც 2012 წელი ყოფილა.

პატარების საერთაშორისო დღეს  დევნილი ბავშვებისათვის „კოკა-კოლას" ქარხანაში ტური მოეწყო, ასევე,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და ჟვანიას სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილ 15 წლამდე ასაკის 100 ბავშვს უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდა,  ბავშვებს საჩუქრებიც დაურიგდათ.  გუშინ ქალაქში „ბასტი–ბუბუს" კონცერტიც გაიმართა, სადაც დასწრება მხოლოდ მოეწვეულ სტუმრებს შეეძლოთ, გარდა ამისა, პატარებს თითქმის მთელი დღის განმავლობაში მთაწმინდის პარკ „ბომბორაში" სხვადასხვა მათთვის გამართული ღონისძიებით შეეძლოთ გართობა.

უფრო კონკრეტულად კი, პარკში იყვნენ: მულტფილმის გმირები,  მოეწყო ბავშვებისთვის შეჯიბრებები, რამდენიმე ქართულმა კომპანიამ გამოფენაზე გამოიტანა სხვადასხვა ქართული პროდუქტი, მათ შორის ხელნაკეთი ნივთებიც. გამოფენაზე  მისულ  დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა შეეძინა ესა თუ ის ნივთი.

„ბომბორას" პარკის პატარა და უფროსი სტუმრების განსაკუთრებული მოწონება მულტფილმის გმირებმა დაიმსახურეს.

„მთაწმინდის პარკში მეგობრებთან ერთად სპეციალურად ამ დღისთვის ამოვედი.  ძალიან მომეწონა, ბევრი ვიწუწავე და ვიხალისე", _  გაანდო Populars.ge-ს 13 წლის ნინუცა ზანგურაშვილმა.

მაგრამ დამთვალიერებელთა სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლები მოწყობილი ღონისძიებებით უკამყოფილონი დარჩნენ.  

„ყველაფერზე მაღალი ფასებია. შვილი ამოვიყვანე გასართობად, მაგრამ ფასების გამო ვერაფერს ვყიდულობ. ჩემ ოჯახს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ერთ სათამაშოში ორმაგი ფასი გადაიხადოს. ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველები შეღავათებით სარგებლობენ, მაგრამ სად ჩანს ეს ყველაფერი?!"  _   განაცხადა populars.ge– სთან საუბრისას ერთ-ერთი პატარის დედამ, რომელმაც ანონიმირობა ითხოვა, „არ მინდა პრობლემები შემექმნასო". 

ასეა თუ ისეა, ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღე საქართველოშიც აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებით  ყველა რეგიონში მრავალი ღონისძიება გაიმართა. პატარების დაცვის საერთაშორისო დღის დაარსების მიზანს წარმოადგენდა მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისგან ბავშვთა დასაცავად, ასევე, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისთვის.

 

მოამზადა თამარ ბადურაშვილმა

ფოტოგრაფი :გიორგი ჯაშიაშვილი


ნანახია: 1199 | დაამატა: saintereso | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
» შესვლის ფორმა
» ძებნა
» საიტის მეგობრები
სურათის სრული ზომით ნახვა






20 წლის გოგონა შეყვარებულის “ვნებიანი კოცნის” შედეგად დაყრუვდა

ქალებისა და მამაკაცების ერთად წოლა არ შეიძლება!

მთვლელი




Copyright MyCorp © 2016