დრამატურგი დათო გაბუნია და მსახიობი და სამეფო უბნის თეატრის დირექტორი ნიკა თავაძე ლონდონის ნაციონალურ თეატრში - 9 აპრილში 2010 - saintereso.ucoz.com
saintereso.ucoz.com
შაბათი, 2016-12-03, 1:18 AM
» საიტის მენიუ
» ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
Всего ответов: 154
მთავარი » 2010 » აპრილი » 9 » დრამატურგი დათო გაბუნია და მსახიობი და სამეფო უბნის თეატრის დირექტორი ნიკა თავაძე ლონდონის ნაციონალურ თეატრში
დრამატურგი დათო გაბუნია და მსახიობი და სამეფო უბნის თეატრის დირექტორი ნიკა თავაძე ლონდონის ნაციონალურ თეატრში
9:06 AM

სურათის სრული ზომით ნახვაეს ორი ვიზიტი ნაწილია რუსთაველის თეატრის, ნაციონალური თეატრის და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი პროექტისა სახელწოდებით - თეატრების პარტნიორობა, რომელიც ხორციელდება BP-ს და HშBჩ Bანკ Gეორგია-ს ფინანსური მხარდაჭერით.

2010 წლის 2-19 მარტს დათო გაბუნია, ხოლო 15-31 მარტს ნიკა თავაძე ლონდონის ნაციონალურ თეატრში იმყოფებოდნენ პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

ამ ვიზიტის მიზანი იყო ლონდონის ნაციონალური თეატრისა და სხვა წამყვანი ბრიტანული თეატრების მუშაობის გაცნობა, სპექტაკლებზე დასწრება, წამყვან და ახალგაზრდა პროფესიონალებთან შეხვედრები და კონტაქტების დამყარება მომავალი თანამშრომლობისთვის.


თეატრების პარტნიორობის პროექტის მიზანია ქართული თეატრის გაძლიერება, კერძოდ: ხორციელდება ახალგაზრდა რეჟისორებთან და მსახიობებთან თანამშრომლობისა და ნიჭიერი ხელოვანების გაცვლითი პროგრამები, ახალი დრამატურგიისა და მაყურებლებსა და თეატრს შორის დიალოგის განვითარება.


შენიშვნა რედაქციებისთვის:

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის საბჭო დიდი ბრიტანეთის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა განათლების და კულტურული ურთიერთობების განვითარების სფეროებში. მისი საქმიანობის არეალი მსოფლიოს 110 ქვეყანას მოიცავს. ბრიტანეთის საბჭო ხელს უწყობს თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას დიდი ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებს შორის ბრიტანული იდეებისა და მიღწევების  პოპულარიზაციის მიზნით.

"BP” არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ენერგო-კომპანია, რომელიც საქართველოში 1996 წლიდან მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ენერგო-საშუალებების გადაზიდვისა და საწვავის ბიზნესში.

კულტურის სფეროში "BP”-ს და მისი პარტნიორების მიერ დაფინანსებული სოციალური ინვესტიციების პროექტებიდან აღსანიშნავია სასწავლო ცენტრის "BP აუდიტორიუმ”-ის დაარსება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, დმანისის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის კეთილმოწყობა, სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის რესავრაცია ახალციხეში და სახელწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის აღდგენა. ეს პროექტები "BP”-სთვის მის მიერ საქართველოში რეალიზებული სოციალური ინვესტირების საქმიანობის მხოლოდ ერთი ნაწილია და სხვა ისეთი ძირითადი სოციალურ ინვესტირების  განვითარების თემების პარალელურად ხორციელდება, როგორიცაა ეკოლოგია, ბიზნესის ხელშეწყობა და ენერგიის წყაროებზე ხელმისავწდომობა.

HშBჩ ბანკი საქართველო წარმოადგენს HშBჩ ჯგუფის (70%) და სხვა უცხოური კაპიტალით (30%) შექმნილ, საქართველოში ლიცენზირებულ სააქციო საზოგადოებას. "HშBჩ ჯგუფის” მამობილი კომპანიის "HშBჩ Hოლდინგ პლც” –ის მთავარი ოფისი მდებარეობს ლონდონში. ჯგუფი კლიენტებს ემსახურება 86 ქვეყნის 8 500-ზე მეტი ოფისიდან მსოფლიოს - ევროპის, აზიის, ამერიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის სხვადასხვა ქვეყანაში. 2009 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ჯგუფის აქტივები შეადგენს 2,422 მილიარდ აშშ დოლარს. HშBჩ არის ერთ-ერთი უმხვილესი საბანკო და საფინანსო ორგანიზაცია მთელ მსოფლიოში.


თქვენ რეგისტრაციის გავლის გარეშე შეგიძლიათ შეაფასოთ მასალა და დატოვოთ კომენტარი.

მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია საიტის სახელის მითითება.


The Rock (1996) ... ...
კატეგორია: კულტურა | ნანახია: 1057 | დაამატა: saintereso | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 1
1  
WwW.GEOTOTO.TK baneris gacvla 180X180

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
» შესვლის ფორმა
» ძებნა
» საიტის მეგობრები
სურათის სრული ზომით ნახვა






20 წლის გოგონა შეყვარებულის “ვნებიანი კოცნის” შედეგად დაყრუვდა

ქალებისა და მამაკაცების ერთად წოლა არ შეიძლება!

მთვლელი




Copyright MyCorp © 2016