სამეგრელოს მთავართა უცნობი და უნიკალური ნივთები საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა - 2 ოქტომბერში 2009 - saintereso.ucoz.com
saintereso.ucoz.com
შაბათი, 2016-12-03, 8:38 PM
» საიტის მენიუ
» ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
Всего ответов: 154
მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 2 » სამეგრელოს მთავართა უცნობი და უნიკალური ნივთები საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა
სამეგრელოს მთავართა უცნობი და უნიკალური ნივთები საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა
5:31 PM

სურათის სრული ზომით ნახვა30 სექტემბერს ხელოვნების სასახლის საგამოფენო დარბაზში  სამეგრელოს მთავართა უცნობი და უნიკალური ნივთების  პრეზენტაცია გაიმართა.

საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის შთამომავალმა ქალბატონმა ირინე ჟღენტმა ხელოვნების სასახლეს უნიკალური კოლექცია გადასცა. ხელოვნების ძვირფასი ნიმუშები სამეგრელოს მთავრებსა და მუნჯი კინოს ცნობილ მსახიობს ჩუტა ერისთავს ეკუთვნის. მათ შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, სამეგრელოს უბრწყინვალესი თავადის, ბულგარეთის სამეფო ტახტის პრეტენდენტის ნიკოლოზ დადიანის დღემდე უცნობი პორტრეტი, ეკატერინე ჭავჭავაძის ქალიშვილის, საფრანგეთის პრინცესას სალომე დადიანის წერილი ოქროს სამეფო დამღით.

კოლექციაში წარმოდგენილია მხატვარ გიორგი ერისთავის ნამუშევრები `ვეფხისტყაოსნის” თემაზე. მათ შორის, თამარ მეფისა და შოთა რუსთვალის უცნობი პორტრეტები.   
განსაკუთრებული მემორიალური მნიშვნელობა ენიჭება ჩუტა ერისთავის სპილოს ძვლის კალამს სამეფო გვირგვინითა და ინიციალებით.

არქივში ჩუტა და გიორგი ერისთაველის უნიკალური ფოტოების გარდა რომანოვების, შარვაშიძეებისა და ბაგრატიონების უცნობი ფოტოებიც არის წარმოდგენილი. ფოტოკოლექციაში ასევე დაცულია ვერიკო ანჯაფარიძის ფოტო, მსახიობის მემორიალური წარწერით და რეზო თაბუკაშვილის ინდოეთში მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალა.



თქვენ რეგისტრაციის გავლის გარეშე შეგიძლიათ შეაფასოთ მასალა და დატოვოთ კომენტარი.

მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია საიტის სახელის მითითება.
კატეგორია: კულტურა | ნანახია: 776 | დაამატა: saintereso | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
» შესვლის ფორმა
» ძებნა
» საიტის მეგობრები
სურათის სრული ზომით ნახვა






20 წლის გოგონა შეყვარებულის “ვნებიანი კოცნის” შედეგად დაყრუვდა

ქალებისა და მამაკაცების ერთად წოლა არ შეიძლება!

მთვლელი




Copyright MyCorp © 2016