saintereso.ucoz.com
პარასკევი, 2024-03-29, 8:02 AM
» საიტის მენიუ
» ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
Всего ответов: 154
მთავარი » 2010 » მარტი » 19 » სტუდენტების თვალით დანახული პოლიტიკური კონფლიქტები
სტუდენტების თვალით დანახული პოლიტიკური კონფლიქტები
7:09 PM
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის დღეს პოლიტიკური კონფლიქტებთან დაკავშირებული ორი ინგლისური ფილმის ჩვენება გაიმართა. ჩვენების ბოლოს ფილმებში ასახულ ისტორიებსა და საქართველოს კონფლიქტებთან დაკავშირებით სტუდენტებსა და ფილმების პროდიუსერს დონ მულენს შორის დისკუსია გაიმართა. ჩვენებაზე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდედენტები იყვნენ მოწვეულნი და როგორც "ფაქტნიუსთან” საუბარში აღნიშნეს,

 პროექტით კმაყოფილები დარჩნენ. ერთ-ერთი სტუდენტის თქმით, "ასეთ ფილმებს ეთერით ყოველდღე უნდა უშვებდნენ”.

ფილმი "სისხლიანი კვირა” და "ნეტარების 5 წუთი”, რომლებიც ირლანდიასა და დიდი ბრიტანეთის დაძაბულ ურთიერთობას ეხებოდა და პროექტ "გამოძახილის” ფარგლებში იქნა ნაჩვენები.

ფილმში "სისხლიანი კვირა” მოთხრობილი იყო ომი, რომელიც მშვიდობისათვის ბრძოლას ასახავდა. უფრო კონკრეტულად, 1972 წლის 30 იანვარს ბრიტანელმა ჯარისკაცებმა  13 მშვიდობიანი დემონსტრანტი დახვრიტეს ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ დერიში. ეს დღე, სისხლიანი კვირა ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტისათვის გადამწყვეტი აღმოჩნდა და დაპირისპირებიდან სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ფილმი წარმოადგენდა ემოციურ მოგზაურობას იმ მოვლენების ქარცეცხლში, რომელბმაც  ქვეყანა ამ ტრაგიკულ თარიღამდე მიიყვანა, როდესაც საპროტესტო აქციას აქტივისტ ივან კუპერის თაოსნობით ბრიტანელი ჯარისკაცები ასე სასტიკად გაუსწორდნენ. 

მეორე ფილმს "ნეტარების 5 წუთი” ერქვა. კინოში ნაჩვენები იყო 1975 წლის ჩრდილოეთ ირლანდია, როდესაც სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. ირლანდიის განმათავისუფლებელი არმია ბრიტანელ ლოიალისტებს ებრძოდა, რომლებიც თავის მხრივ კათოლიკეებს ემტერებოდნენ, როგორც მეამბოხე რესპუბლიკელებს. თექვსმეტი წლის ალისტერსა და მის ბანდას ახალგაზრდა კათოლიკეს ჯეიმს გრიფინის მკვლელობა შეუკვეთეს. სისხლიან დაპირისპირებას  ჯო გრიფინი, მსხვერპლის თერთმეტი წლის ძმა შეესწრება. ოცდაათი წლის შემდეგ ჯო გრიფინი და ალისტერი შერიგების მიზნით პირდაპირ ეთერში უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. ალისტერმა საკუთარი სასჯელი მოიხადა და ჩრდილოეთ ირლანდიაშიც მშვიდობამ დაისადგურა, მაგრამ გადამღებმა ჯგუფმა არ იცის რომ ჯო გრიფინი არ მოდის ღია ეთერში ძმის მკვლელთან შესარიგებლად. მას თან დანა აქვს იმისათვის, რომ შური იძიოს ძმის მკვლელზე პირდაპირ ეთერში.

ჩვენება ძალიან მძიმე გამოდგა. სტუდენტები ფილმების ნახვით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. მათივე თქმით, ამ ფილმებში ქართული რეალობისათვის ახალი არაფერი ყოფილა.


"მსგავსი რამ საქართველოში სულ რაღაცა ორი წლის წინ იყო. მომეწონა, მაგრამ ძალიან მტკივნეული იყო, ძალიან, ძალიან. ასეთი ფილმების ჩვენება ყოველთვის უნდა ხდებოდეს, რომ ომი არ მოხდეს”, _ აღნიშნა მარიამ ვახტანგიშვილი, რომელიც თეატრმცოდნეობას ეუფლება.

სალომე გაგოტიძის აზრით, "საქართველოსთვის ეს ფილმი ნოვატორული არ იყო”.
"იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩვენს ისტორიასთან ძალიან ახლოს არის, თუნდაც დავუშვათ 9 აპრილი, მაშინაც იგივე მოვლენები განვითარდა. ფილმები ძალიან საინტერესო სანახავი იყო, მით უმეტეს რომ მასში მოყვანილი ფაქტები და საქართველოში მოხდარი ამბები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. ფილმშიც ხალხი დაიჩაგრა და აქაც _ ხალხი”, _ განმარტა სალომე გოგიტიძემ.
     
ბრტანეთის საბჭოს პროექტის მენეჯერის, მაია დარჩიას თქმით კი, კონფლიქტების თემაზე ფილმების ჩვენაბა პროექტის მხოლოდ პირველი ეტაპი იყო.

"ეს ბრიტანული საბჭოს რეგიონალური პროექტია, რომელიც საქართველოს გარდა სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და თურქეთში ხორციელდება. პროქეტის მიზანია, კინო, როგორც ადამიანებს შორის ურთიერთობის ყველაზე ეფექტური საშუალება გამოვიყენოთ ძალიან მწვავე თემებზე სასაუბროდ. ეს პროექტი კულტურათაშორის დიალოგის განვითარებას ემსახურება. ჩვენს ქვეყანას არ აკლია კონფლიქტები და პრობლემები, და ეს პროექტი არის სურვილი, რომ ოდნავ მაინც შევიტანოთ წვლილი ადამიანებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავების საქმეში”, _ აღნიშნა მაია დარჩიამ. E

მისივე თქმით, პროექტი ერთწლიანია და მის ფარგლებში პროფესორ-მასწავლებლებისათვის, სტუდენტებისა და კონფლიქტების თემაზე მომუშავე ჟურნალისტებისათვის სემინარები და კვალიფიკაციის ასამაღებელი პრიოექტების ჩატარება იგეგმება.


ნანახია: 1463 | დაამატა: saintereso | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
» შესვლის ფორმა
» ძებნა
» საიტის მეგობრები
სურათის სრული ზომით ნახვა






20 წლის გოგონა შეყვარებულის “ვნებიანი კოცნის” შედეგად დაყრუვდა

ქალებისა და მამაკაცების ერთად წოლა არ შეიძლება!

მთვლელი




Copyright MyCorp © 2024