თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის კურიოზები - 10 ოქტომბერში 2009 - saintereso.ucoz.com
saintereso.ucoz.com
შაბათი, 2016-12-03, 8:39 PM
» საიტის მენიუ
» ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
Всего ответов: 154
მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 10 » თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის კურიოზები
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის კურიოზები
12:35 PM

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე 9 ოქტომბერს ქართული სპექტაკლების ჩვენება დაიწყო. შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრში და სამეფო უბნის თეატრში ნაჩვენები იყო ამირან შალიკაშვილის პანტომიმის თეატრის "სტუმერ-მასპინძელი”, დათა თავაძის - "სხვისი შვილები”, ლევან წულაძის - "ფაუსტი”, გელა კანდელაკის - "ცა ლაჟვარდი” და რობერტ სტურუას - "ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებლები”.

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სხვენში "სტუმარ-მასპინძელი” 12:00 საათზე იყო დანიშნული, თუმცა ქართული ტრადიციის შესაბამისად, წარმოდგენა დაგვიანებით დაიწყო.

ქართული პანტომიმის თეატრის სპექტაკლს ძირითადად უცხოელი ჟურნალისტები ესწრებოდნენ. სპქტაკლის დაწყებამდე უცხოელებს ინგლისურ ენაზე დაწერილი ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების შინაარსი დაურიგდათ. "სტუმარ-მასპინძელმა” მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ, მაყურებლის წინაშე რეჟისორი ამირან შალიკაშვილი წარსდგა და თარჯიმანი მოიკითხა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დარბაზში არც თარჯიმანი იყო და არც - ინგლისურის მცოდნე.

რეჟისორმა სპექტაკლის ერთ-ერთი მონაწილე, ლუკა კულისებიდან იხმო, რომელმაც უცხოელ ჟურნალისტებს რეჟისორის სიტყვები "ჩიქორთული” ინგლისურით გადაუთრაგმნა:

"მე ახლა წარმოგიდგენთ "შეყვარებულ ხელებს”, რომ იცოდეთ ქართული პანტომიმა და ვინ ჰყავს საქართველოს ჩემი სახით”.

შალიკაშვილი სკამზე "მოთავსდა” და მუსიკას დაელოდა. მუსიკა დაიწყო, მაგრამ - სხვა. რეჟისორი გაბრაზდა, "ნათია, გოგო, რა არის ეს, ჩართე მეხუთე,” თან უხერხულობა რომ გაეფანტა, რუსულად დაიწყო ლაპარაკი, - "ნუ ეტა ტექნიკა...”

"მეხუთის” ჩართვა მაინც ვერ მოხერხდა, "არ უკრავს,” - პასუხობდნენ მაღლიდან. შალიკაშვილი აღშფოთდა, "ჩამომიტანე აქ ეგ მაგნიტოფონი, ჩამომიტანე აქ”.

გამწარებული რეჯისორი თან იგინებოდა, "იბიო მატ”, ფუ..., რა მინდოდა, რომ მოვდიოდი, დავრჩენილიყავი ჩემს თაეტრში”.

ბოლოს, როგორც იქნა, მაგნიტოფონი სცენაზე ჩამოიტანეს და ჩართეს. ამირან შალიკაშვილმა მართლაც შესანიშნავად ითამაშა "შეყვარებული ხელები” და მაყურებლის აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

ისე, ქართულმა პანტომიმის თეატრმა ახლახანს ევროპის პანტომიმის საერთაშორისო თეატრში გრამპრი აიღო. მანამდე კი თეატრს გასტროლები ჰქონდა გერმანიაში, ესპანეთსა და პოლონეთში.

ლევან წულაძის "ფაუსტიც” დაგვიანებით დაიწყო. "ფაუსტი”, მიუხედავად იმისა, რომ თოჯინებით იყო წარმოდგენილი და მაყურებლის უმეტესობას უკვე ნანახი ჰქონდა, მაინც არაჩვეულებრივი სანახავი აღმოჩნდა. მონაწილეებსა და რეჟისორს მაყურებელი ფეხზე წამოუდგა...

დაგვიანების მხრივ, ქართული ტრადიცია არც რობერტ სტურუას სპექტაკლს დაურღვევია. ორსაათიანმა "ბიდერმანი და ცეცხლისმომკიდებლების” ჩვენებამ მაყურებელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ხალხის ნაწილი სპეკტაკლის დასრულებისას მსახიობებს ფეხზე წამოუდგა და "ბრავო”-თი ამხნევებდა, ნაწილი კი აღშფოთებას ვერ მალავდა: "ეს რა იყო?! ყველაზე სუსტი დადგმა იყო, ან ეს ნაწარმოები რისთვის აირჩიეს, რისი მომცემი იყო?! აქ მარტო ზაზა პაპუაშვილის სანახავად თუ მოხვალ”.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გრძელდება და ხვალ თითების თეატრში ბესო კუპრეიშვილის "კედელი”, მარჯანიშვილის თეატრში ლევან წულაძის "ქალი ძაღლით”, გრიბოედოვის თეატრში ანდრო ენუქიძის "დოსტოევსკი რუ”, რუსთაველის თეატრში გიორგი სიხარულიძის "ანა კარენინა” და სამეფო უბნის თეატრში დავით მღებრიშვილის სპექტაკლი "ჩემი მეგობარი ჰიტლერი იქნება წარმოდგენილი.

მართალია, ფესტივალის საბოლოო შეფასებები მისი დასრულების შემდეგ გაკეთდება, მაგრამ რეჟისორები ამაზე უკვე საუბრობენ. ამირან შალიკაშვილის თქმით, "აუცილებელია და კარგია, რომ ასეთი ფესტივალი დაიბადა. ისინი ჩვენს ხელოვნებას გაეცნობიან, ჩვენ - მათ ხელოვნებას. ეს მხოლოდ მისასალმებელია”. 

ფესტივალის დირექტორის, ეკა მაზმიშვილის თქმით, ფესტივალით უცხოელი მსახიობები და რეჟისორებიც კმაყოფილები არიან. მათ უკვე მომავალი წლის ფესტივალში მონაწილეობაც გადაუწყვეტიათ. როგორც ეკა მაზმიშვილმა აღნიშნა, ღონისძიება ტრადიციული გახდება და ყოველ წელს ჩატარდება.
 
ფესტივალი 18 ოქტომბრამდე გასტანს. ღონისძიების ფარგლებში სულ 14 სპექტაკლი გაიმართება. ჩვენებები გაიმართება რუსთაველის, გრიბოედოვის, სამეფო უბნის, მუსიკალური დრამის, მარჯანიშვილისა და თავისუფალ თეატრში. სპექტაკლები, ასევე, ნაჩვენები იქნება მუსიკალურ ცენტრსა და სასტუმრო "რედისონში”.

თქვენ რეგისტრაციის გავლის გარეშე შეგიძლიათ შეაფასოთ მასალა და დატოვოთ კომენტარი.

მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია საიტის სახელის მითითება.
კატეგორია: კულტურა | ნანახია: 963 | დაამატა: saintereso | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
» შესვლის ფორმა
» ძებნა
» საიტის მეგობრები
სურათის სრული ზომით ნახვა






20 წლის გოგონა შეყვარებულის “ვნებიანი კოცნის” შედეგად დაყრუვდა

ქალებისა და მამაკაცების ერთად წოლა არ შეიძლება!

მთვლელი




Copyright MyCorp © 2016