არასწორი კვების შედეგად ადამიანის
ორგანიზმში გროვდება წიდები - მავნე ნივთიერებები: შარდოვანა, შარდმჟავა,
ქქოლესტერინი ან სხვა ცხიმისმაგვარი ნივთიერებები, მარილები და წყალში
ძნელად ხსნადი ნივთიერებები. განსაკუთრებით მავნეა ცილებით, ცხიმებით და
სახამებლით გაჯერებული საკვები (თეთრი ფქვილის ნაწარმი, ცხოველური და
სინთეტიკური ცხიმები, შებოლილი პროდუქტები, კონსერვები და ა.შ.). წიდების
დაგროვებას ხელს უწყობს მწარე, შეკაზმული კერძები, ალკოჰოლი, თამბაქო,
ნარკოტიკები, პრეპარატები, უსუფთაო გარემო და სხვა.
ბუნებამ
ადამიანს შლაკების მოსაცილებლად უბოძა სხვადასხვა ორგანოები: თირკმელები,
ღვიძლი, კანი და სხვა. მაგრამ ეს გამწმენდი სისტემა ძალიან რომ
გადაიტვირთება და ვეღარ მოიცილებს დაგროვილ შხამებს, სწორედ ამ დროს
გაჩნდება სიგნალი ორგანიზმში, რაც გამოიხატება ყურებში ხმაურით, პირის
ღრუში უსიამოვნო სუნით, კბილებზე ნალექით, გამონაყარით კანზე და სხვა.
ორგანიზმში
დაგროვილი ტოქსინები სისხლის საშუალებით მოგზაურობენ მთელ სხეულში,
ილექებიან სხვადასხვა უბანში და ხელს უშლიან უჯრედების ნორმალურ
ფუნქციონირებას, ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესები და ავადდება ესა თუ
ის ორგანო.
ორგანიზმის გაწმენდის უამრავი მეთოდი არსებობს, რომელთა
გამოყენება აუცილებელია წელიწადში 3-ჯერ: ადრე გაზაფხულზე, შემოდგომასა და
ზამთარში.