ჩინეთში, ქალაქ ჟუხაის პროვინცია გუანდუში 20 წლის გოგონა შეყვარებულის “ვნებიანი კოცნის” შედეგად დაყრუვდა. როგორც საინფრომაციო სააგენტო “ფრანს პრესი” იტყობინება, გოგონას მარცხენა ყური მთლიანად დაეხშო. ექიმების დასკვნით, მას ყურის ბარაბანის აპკია აქვს გამსკდარი. “კოცნის დროს მოხდა პირის ღრუში წნევის დავარდნა და ყურის ბარაბანის აპკის გახევა, რამაც ყურის ტრამვა და დაყრუება გამოიწვია”, _ განაცხადა დაზარალებულის მკურნალმა ექიმმა. როგორც ექიმები აღნიშნავენ, გოგონას გამოჯანმრთელებას ორი თვე დასჭირდება.
თქვენ რეგისტრაციის გავლის გარეშე შეგიძლიათ შეაფასოთ მასალა და დატოვოთ კომენტარი.
მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია საიტის სახელის მითითება.
|