saintereso.ucoz.com
სამშაბათი, 2024-04-16, 8:16 PM
» საიტის მენიუ
» ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
Всего ответов: 154
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 13 » Playboy-ს პირველი მოდელი გულის შეტევით გარდაიცვალა
Playboy-ს პირველი მოდელი გულის შეტევით გარდაიცვალა
9:06 PM
ხუთშაბათს, საღამოს ლოს-ანჯელესში ბეტი პეიჯი დაიღუპა. ის ერთ-ერთი პირველი მოდელი იყო, რომელმაც ჟურნალ “ფლეი-ბოისთვის”იპოზიორა.

ბეტი პეიჯი პოპულარული გასული საუკუნის 50-იან წლებში გახდა, მას მერე, რაც მან ჟურნალისთვის მხოლოდ საცურაო კოსტუმში გადაიღო. ბევრი თვლის, რომ სწორედ მისი ხშირად გადაღებული პიკანტური და გულახდილად ეროტიული სურათები იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც 60-იანი წლების სექსუალურ რევოლუციას ხელი შეუწყო.  
ნოემბერში ბეტი პეიჯი, რომელსაც 85 წელი შეუსრულდა, ფილტვების ანთებით საავადმყოფოში მოხვდა. გასულ კვირას ინფარქტი მიიღო და გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ბეტი პეიჯის აგენტმა მას “თვით სილამაზის განსახიერება დაარქვა“
“ასოშეითედ პრესს” ჟურნალ “ფლეიბოის” შემქმნელი, ჰიუ ჰეფნერის სიტყვები მოჰყავს, სადაც პეიჯს “საკულტო ფიგურა” უწოდა, რომელმაც გავლენა მოახდინა დამოკიდებულებაზე სექსისადმი, მოდასა და მთელ მოსახლეობაზე.


ისე, ბეტი პეიჯს უნდოდა, აფრიკაში ქრისტიანი მისიონერი გამხდარიყო. ისB ტენისის შტატ ნეშვილში 1923წელს დაიბადა. ფოტო-მოდელის კერიერა მისთვის მაშინ დაიწყო, როდესაც 50-იანი წლების ფოტო მოყვარულმა ნიუ-იორკში პოზირება სთხოვა. 1955 წელს პეიჯი დათანხმდა, რომ ჟურნალ “ფლეი ბოისთვის” გადაეღოთ.
50-იანი წლების ბოლოს ბეტი პეიჯმა ქრისტიანობა მიიღო და ეცადა, აფრიკაში მისიონერი გამხდარიყო, თუმცა უარით გაისტუმრეს, რადგანა იმ დროისთვის უკვე 2-ჯერ იყო განქორწილებული.  
70-იანი წლების ბოლოს გამოვიდა წიგნები ბეტი პეიჯის 50-იანი წლების დროინდელი ფოტოებით Dდა მისი პერსონისადნმი ისევ გაჩნდა დიდი ინტერესი, თუმცა თვითონ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ არაფერი იცის თავის ახალ პოპულარობაზე და “ერთი ცენტიც კი არ გააჩნია და სრულ დავიწყებაში” ცხოვრობს.


ბოლო წლებში პეიჯი სარგებლობდა ადვოკატთა კანტორის მომსახურეობით, რათა მიეღო ის ფული, რომელიც სხვა კომპანიებმა მიიღეს იმ პროექტებისთვის, სადაც მისი სახელი ფიგურირებდა.

ნანახია: 1302 | დაამატა: saintereso | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
» შესვლის ფორმა
» ძებნა
» საიტის მეგობრები
სურათის სრული ზომით ნახვა






20 წლის გოგონა შეყვარებულის “ვნებიანი კოცნის” შედეგად დაყრუვდა

ქალებისა და მამაკაცების ერთად წოლა არ შეიძლება!

მთვლელი




Copyright MyCorp © 2024