მთავარი » 2009 » მარტი » 27 » საკრებულოს გადაწყვეტილებით თბილისში მხატვრების ნახატების გამოფენა მოეწყობა
საკრებულოს გადაწყვეტილებით თბილისში მხატვრების ნახატების გამოფენა მოეწყობა
7:42 PM
თბილსის საკრებულოს ეგიდით, თბილისში ქართველი მხატვრების გამოფენა
მოეწყობა. საგამოფენო დარბაზში “ქარვასლა” თბილსის თემაზე 15 ავტორის
60-მდე ტილო გამოიფინება.Gღონისძიებაზე ყველა თაობის მხატვრის ნამუშევარი
იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ელენე ახვლედიანის, დიმა ერისთავის, თემურ
მაჭავარიანისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების. “იგი 6 მაისს
დაიწყება და 3 დღეს გაგრძელდება. ჩვეულებრივ მხატვრებს საკუთარი
ნამუშევრების გამოსაფენად დარბაზების დაქირავებაში დიდი თანხები
ეხარჯებათ, აქ კი მათთვის ნამუშევრების წარმოდგენა უფასო იქნება.
გამოფენაზე საკრებულო ყევლა მონაწილე მხატვრის თითო ნახატს შეიძენს და
საკრებულოში ჩამოკიდებს”, _ განაცხადა ზაალ სამადაშვილმა და დასძინა, რომ
ამ ღონისძიებას საკრებულო ყოველწლიურად მოაწყობს.