saintereso.ucoz.com
პარასკევი, 2024-04-19, 5:59 AM
» საიტის მენიუ
» ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
Всего ответов: 154
მთავარი » 2009 » მაისი » 6 » თბილისში დღეს გამოფენა ,,მაისის თბილისი” გაიხსნა
თბილისში დღეს გამოფენა ,,მაისის თბილისი” გაიხსნა
8:14 PM

დედაქალაქის საკრებულოს ეგიდით, თბილისში ქართველი მხატვრების გამოფენა, სახელწოდებით "მაისის თბილისი" მოეწყო. საგამოფენო დარბაზში "ქარვასლა" თბილისის თემაზე 15 ავტორის 60-მდე ტილო გამოიფინა. გამოფენა წელს პირველად მოეწყო, თუმცა ის ტრადიციული გახდება. გამოფენის სახელწოდება "მაისის თბილისი" მეფე ვახტანგ მეექვსის ერთ-ერთი ლექსის მიხედვით შეირჩა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ყველა თაობის მხატვრის _ ელენე ახვლედიანის, დიმა ერისთავის, თამაზ ხუციშვილის, თემურ მაჭავარიანის, ალბერტ დილბარიანის, ლევ ბოიახჩევის, ჯემალ კუხალაშვილის, პეტრე ბლიოტკინის, გივი თოიძის, ესმა ონიანის, შალვა მატუაშვილის, პეტრე ჩაგელიშვილის, ომარ დურმიშიძის, ოლეგ ტიმჩენკოს, ზურა სეხნიაშვილისა და თორნიკე აბულაძის ნამუშევრები კერძო კოლექციებიდან. ამასთან გამოიცა ამ ნამუშევართა კატალოგიც, რომელიც მოწვეულ სტუმრებს დაურიგდათ.

"ამ პროექტის მიზანია, ვისაც ნანახი აქვს გავახსენოთ, ხოლო ვისაც ჯერ არ უნახავს ვაჩვენოთ, როგორია ტილოზე აღბეჭდილი თბილისი. კაცმა რომ თქვას, ძნელი სათქმელია, რომელი უფრო ძვირფასია, რეალური თუ ტილოზე დახატული ჩვენი დედაქალაქი", _ განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაალ სამადაშვილმა.
გამოფენას გიგი უგულავაც ესწრებოდა, რომლის თქმითაც აღნიშნული გამოფენა მაისის თბილისის შემადგენელი ნაწილი გახდება.
გამოფენა "მაისის თბილისი" "ქარვასლაში" დღეს გაიხსნა და 3 დღეს გასტანს.  


კატეგორია: კულტურა | ნანახია: 1242 | დაამატა: saintereso | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
» შესვლის ფორმა
» ძებნა
» საიტის მეგობრები
სურათის სრული ზომით ნახვა






20 წლის გოგონა შეყვარებულის “ვნებიანი კოცნის” შედეგად დაყრუვდა

ქალებისა და მამაკაცების ერთად წოლა არ შეიძლება!

მთვლელი




Copyright MyCorp © 2024