saintereso.ucoz.com
ხუთშაბათი, 2024-04-25, 5:19 AM
» საიტის მენიუ
» ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
Всего ответов: 154
მთავარი » 2009 » ივნისი » 26 » მაიკლ ჯეკსონი გარდაიცვალა
მაიკლ ჯეკსონი გარდაიცვალა
6:28 PM
altლოს-ანჟელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტის კლინიკაში პოპ-მუსიკის მეფე მაიკლ ჯეკსონი გარდაიცვალა. ჯეკსონი კლინიკაში გულის გაჩერების საფუძველზე მიიყვანეს. ლოს-ანჟელესის სასამართლოს გამომძიებელმა ფრედ კორალმა განაცხადა, რომ მომღერალი საავადმყოფოში ფაქტობრივად გარდაცვლილი მიიყვანეს. როგორც "ლოს-ანჟელეს ტაიმსი" იუწყება, 991-ზე განხორციელებული ზარის შემდეგ, ჯეკსონის სახლში მისულ ექიმებს იგი უგონო მდგომარეობაში დახვდა. მომღერალი ფაქტობრივად არ სუნთქავდა. მას სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში შესაბამისი მანიპულაციები ჩაუტარდა, თუმცა მედიკოსები აცხადებენ, რომ მათ ვერ შესძლეს გულის ამუშავება. 
"მაიკლი იყო უნიკალური მოვლენა პოპ-მუსიკაში. ის მუდმივად ახერხებდა ხელოვნების საზღვრების გაფართოებას. მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული სერიოზული კითხვების მიუხედავად, მაიკლი იყო უდიდესი შოუმენი. მისი პოპულარობა მთელ მსოფლიოში მრავალ თაობაზე განევრცო", - ნათქვამია კალიფორნიის გუბერნატორის არნოლდ შვაცნეგერის განცხადებაში.
50 წლის მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარესდა. მედია სხვადასხვა პერიოდში იტყობინებოდა, რომ იგი დაავადებული იყო კიბოთი, იშვიათი გენეტიკური დაავადებით და ასევე აწუხებდა ფილტვები.
მას დაგეგმილი ჰქონდა კონცერტების სერია, რომელიც 13 ივლისს დიდ ბრიტანეთში უნდა დაწყებულიყო. მსოფლიო ტურნეს დასრულება 2010 წლის მარტში იყო ნავარაუდევი.
ექიმების განცხადებით, ისინი დღეს საღამოს მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს დაადგენენ და იტყვია.
კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1571 | დაამატა: saintereso | რეიტინგი: 3.8/4 |
სულ კომენტარი: 1
1 მარი  
0
happy happy happy happy happy მყვარს მაიკლიიიიი heart heart heart heart love love

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
» შესვლის ფორმა
» ძებნა
» საიტის მეგობრები
სურათის სრული ზომით ნახვა






20 წლის გოგონა შეყვარებულის “ვნებიანი კოცნის” შედეგად დაყრუვდა

ქალებისა და მამაკაცების ერთად წოლა არ შეიძლება!

მთვლელი




Copyright MyCorp © 2024