saintereso.ucoz.com
შაბათი, 2024-04-27, 5:37 AM
» საიტის მენიუ
» ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
Всего ответов: 154
მთავარი » 2009 » ივლისი » 11 » საქართველოში შოკოლადის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
საქართველოში შოკოლადის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
7:42 PM
სურათის სრული ზომით ნახვასაქართველოში პირველად შოკოლადის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით რესტორან “თიფლის ვერანდა”-ში ცნობილი ადამიანები, თბილისის მერიის, მედიისა და შოკოლადის მწარმოებელი ფირმების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ღონისძიების ფარგლებში შოკოლადის ტორტის ფესტივალიც მოეწყო, რომელმაც ორ ნომინაციაში გამარჯვებული ნამცხვარი გამოავლინა: შოკოლადის ტორტის საუკთესოდ გაფორმება და უგემრიელესი შოკოლადის ტორტი. დღევანდელი ფესტივალისთვის ტორტები საკონდიტრო “ბელამ”, “ითიმ”, “პანეტერიამ”, “ჩერიმ” და კომპანია “ტკბილმა ქვეყანამ” მოამზადა.  საერთაშორისო შოკოლადის დღის აღნიშვნის ინიციატორი www.kveba.ge-ს დამფუძნებელი, გიორგი ბეგაძე იყო. მისივე ინიციატივით, საქართველოში ამ თარიღის აღნიშვნა ტრადიციული გახდება.

“ფესტივალისა და ღინისძიების მიზანი საქართველოში დამზადებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაციაა”, _ აღნიშნა ბეგაძემ “ფაქტნიუსთან” საუბარში.

ფესტივალი გიორგი ბეგაძემ თბილისის მერის მოადგილესთან, ნიკო ხაჩირიშვილთან ერთად გახსნა. ხაჩირიშვილმა ეს დღე ტკბილეულის ყველა მოყვარულს მიულოცა.“დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს 11 ივლისის აღნიშვნა უფრო ფართომასშტაბიანი იქნება და მასში მონაწილეობას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოს თანამშრომლებიც მიიღებენ”, _ განაცხადა ხაჩირიშვილმა.

ფესტივალზე სპეციალურად შოკოლადის ტორტებისთვის გამოყოფილ გრძელ მაგიდაზე მადისაღმძვრელად დამზადებული ყვავილები, ჭადრაკის დაფა, ჩემოდანზე მოკალათებული სპილოები, ზღვისპირა სახლი და გრამაფონი მოათავსეს. შოკოლადის დღის აღვნიშვნას პატარა ასაკის სტუმრებიც ესწრებოდნენ. ერთ-ერთმა, 4-5 წლის პატარამ გაჭრამდე ვეღარ მოითმინა, სპილოს წვდა და ფეხი აუწია. ისე, ტკბილეული დანომრილი იყო. სტუმრებმა ამ ნომრების შედეგად ტორტებს ხმა ჯერ დიზაინის მიხედვით მისცეს, შემდეგ კი გასინჯეს და გემოს მიხედვით შეაფასეს. საბოლოო შედეგები გიორგი ბეგაძემ მოდელიორ თათა ვარდანაშვილთან და ჟურნალისტ ლიზა ვადაჭკორიასთან ერთად დათვალა. ხმათა უმრავლესობით, ორივე ნომინაციაში “ითის” მიერ მომზადებულმა ტორმა გაიმარჯვა, რომელზეც სახლი, ზღვის ნაპირი და ნავები იყო გამოსახული. გამარჯვებულს რესტორანი “თიფლის ვერანდა” ერთ სასურველ ადამიანთან ერთად უფასოდ გაუმასპინძლდება. გარდა ამისა, პირველ ადგილზე გასულს კვება.გე-მ საკუთარ საიტზე რეკლამის განთავსების 50%-იანი ფასდაკლების ბარათიც გადასცა.

“ამ ტორტის დამზადებისთვის 2 დღე დაგვჭირდა. ვეცადეთ, ყველა ასაკის ადამიანისათვის მოსაწონი და მისაღები ყოფილიყო. ძალიან კარგია, რომ შოკოლადის დღეს საქართველოშიც აღვნიშნეთ,” _ განაცხადა გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელმა ნანა შონიამ.

თუმცა, მონაწილეების ნაწილი ფესტივალით უკმაყოფილო დარჩა. კომპანია “ტკბილი ქვეყნის” მთავარმა ტექნოლოგმა, ელისო ჩანტლაძემ “ფაქტნიუსთან” საუბრაში განაცხადა, რომ დღევანდელ დღეს, როგორც ითქვა, ტორტში ყველაფერი შოკოლადის უნდა ყოფილიყო, კრემი, ბისკვიტი და ა.შ., მაგრამ როგორც გაირკვა, ყველა საკონდიტროს ამ პრინციპის მიხედვით არ უმოქმედია.

“გარდა ამისა, როგორც ჩანს, საქართველოში ტორტის დაჭრისა და სტუმრისთვის მირთმევის კულტურაც არ გვქონია. რა თქმა უნდა, აქ მყოფ ყველა საკონდიტროს არ ვგულისხმობ, მაგრამ ეს პრობლემა აშკარაა. მათ მიერ მოჭრილი და ადამიანისთვის მიწოდებული ტორიტის ნაჭრები აზელილია”, _ განაცხადა “ტკბილი ქვეყნის” მთავარმა ტექნოლოგმა. სამაგიეროდ, კმაყოფილები დარჩნენ მოწვეული სტუმრები, მათ შორის თათა ვარდანაშვილიც, რომელმაც მარხვაზე ყოფნის გამო, ვერც ერთი ნაჭერი ნამცხვარი ვერ დააგემოვნა.

“მართალია, აქ წარმოდგეენილი პროდუქციის გემო არ გამისინჯავს, მაგრამ ყველაფერი ძალიან მომეწონა. ნამდვილად მისასალმებელია, რომ შოკოლადის დღის აღნიშვნა ტრადიციული გახდება”, _ განაცხადა “ფაქტნიუსთან” საუბრისას თათა ვარდანაშვილმა.   

11 ივლისი შოკოლადის დღედ პირველად 1995 წელს ფრანგებმა აღიარეს. სწორედ მას შემდეგ დამკვიდრდა ეს ტრადიცია. სიტყვა “შოკოლადი” კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული სასმელის _ “ჩოკოლატლის” დასახელებიდან მომდინარეობს. არსებობს ვერსია, რომ პირველად შოკოლადის კეთება ატცეკებმა ისწავლეს. ისინი შოკოლადს “ღმერთების საკვებს” უწოდებდნენ. ესპანელები კი, რომლებმაც პირველებმა შეიტანეს ის ევროპაში, შოკოლადს “შავ ოქროდ” მოიხსენიებდნენ და მას ფიზიკური ძალებისა და გამძლეობის ასამაღლებლად იყენებდნენ.

სხვათა შორის, თანამედროვე მეცნიერების მიერ დადგენილია, რომ შოკოლადი შეიცავს ელემენტებს, რომელიც განაპირობებს დასვენების, ფსიქოლოგიური განტვირთვისა და ძალების აღდგენის შესაძლებლეობას. შავი შოკოლადი ასტიმულირებს ენდორფინების (მას ბედნიერების ჰორმონებს უწოდებენ) გამოყოფას ორგანიზმში, რომლებიც განწყობას აუმჯობესებს და ორგანიზმს ტონუსს უმაღლებს.
    
კატეგორია: კულინარია | ნანახია: 2187 | დაამატა: saintereso | რეიტინგი: 4.0/3 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
» შესვლის ფორმა
» ძებნა
» საიტის მეგობრები
სურათის სრული ზომით ნახვა






20 წლის გოგონა შეყვარებულის “ვნებიანი კოცნის” შედეგად დაყრუვდა

ქალებისა და მამაკაცების ერთად წოლა არ შეიძლება!

მთვლელი




Copyright MyCorp © 2024