saintereso.ucoz.com
პარასკევი, 2024-03-29, 3:23 PM
» საიტის მენიუ
» ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
Всего ответов: 154
მთავარი » 2009 » აგვისტო » 19 » დოდო ჭიჭინაძემ ხელოვნების სასახლეს საკუთარი ნივთები გადასცა
დოდო ჭიჭინაძემ ხელოვნების სასახლეს საკუთარი ნივთები გადასცა
3:25 PM
სურათის სრული ზომით ნახვამსახიობი დოდო ჭიჭინაძე დღეს ხელოვნების სასახლეს ესტუმრა და მუზეუმის ფონდს მისი ნაქონი ნივთები და გადასცა. მსახიობის სტუმრობით სიძველეთსაცავში ქართული კინოს მოღვაწეთა ცნობილი ქართველი მსახიობების ნივთებისა და რელიქვების შეგროვებას დაედო საფუძველი. დოდო ჭიჭინაძემ ფონდს საკუთარი კოსტიუმები გადასცა ფილმ “ბაში-აჩუკიდან”, “მამლუქიდან” და “დავით გურამიშვილიდან”.
მუზეუმში მსახიობს საკუთარი ისეთი ფოტოები დაათვალიერებინეს, რომლებიც ჯერ არ უნახავს. დოდო ჭიჭინაძე შეხვედრით კმაყოფილი დარჩა.
შეგახსენებთ, რომ დოდო ჭიჭინაძე ქუთაისში 1924 წლის 28 დეკემბერს დაიბადა. მან შექმნა ქართული კინოს ისეთი გმირები, როგორიცაა _ მზია (ცისკარა), ნინო (ბაში-აჩუკი), თინა (ჭრიჭინა), ქეთევანი (დავით გურამიშვილი) და სხვა.
ნივთები, რომლებიც მსახიობმა მუზეუმს გადასცა, დღეიდან ყველა მსურველს შეეძლება ნახოს.


თქვენ რეგისტრაციის გავლის გარეშე შეგიძლიათ შეაფასოთ მასალა და დატოვოთ კომენტარი.

მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია საიტის სახელის მითითება.
კატეგორია: კულტურა | ნანახია: 1385 | დაამატა: saintereso | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარი: 1
1 likusha  
0
dzalian miyvars es msaxiobi kiss kiss heart heart

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
» შესვლის ფორმა
» ძებნა
» საიტის მეგობრები
სურათის სრული ზომით ნახვა






20 წლის გოგონა შეყვარებულის “ვნებიანი კოცნის” შედეგად დაყრუვდა

ქალებისა და მამაკაცების ერთად წოლა არ შეიძლება!

მთვლელი




Copyright MyCorp © 2024