saintereso.ucoz.com
პარასკევი, 2024-04-19, 7:13 PM
» საიტის მენიუ
» ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
Всего ответов: 154
მთავარი » 2010 » მარტი » 27 » ეტიუდების ფესტივალი
ეტიუდების ფესტივალი
3:13 PM
სურათის სრული ზომით ნახვათეატრის საერთაშორისო დღეს 27 მარტს - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და ქალაქ თბილისის მერია გიწვევთ ეტიუდების ფესტივალზე.
ფესტივალი  უკვე მეორედ ტარდება მარჯანიშვილის თეატრში და წელს მის ორგანიზებაში ქალაქ თბილისის მერიაც ჩაერთო.
ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობას იღებენ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის რეჟისურის სპეციალობის სტუდენტები.
წლევანდელი ფესტივალის ჟიურის წევრები არიან: თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, რეჟისორი გიორგი მარგველაშვილი,  თეატრმცოდნე გიორგი ცქიტიშვილი, რეჟისორი დათო დოიაშვილი, მსახიობები გივი ბერიკაშვილი და ბაია დვალიშვილი.
ფესტივალზე გამოვლინდება გამარჯვებული 4 ნომინაციაში:
•    გრან პრი
•    საუკეთესო რეჟისურა
•    საუკეთესო შემსრულებელი გოგო
•    საუკეთესო შემსრულებელი ბიჭი

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და მარჯანიშვილის თეატრი, ტრადიციისამებრ დააჯილდოვებს გამარჯვებულებს ფულადი პრემიებით.

ფესტივალის მიზანია თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნა, სტუდენტებში პროფესიული მოტივაციის ამაღლება, შემოქმედების პოპულარიზაცია და ამით მათი წახალისება. ასევე, ახალი სახეების აღმოჩენა და ტალანტების გამოვლენა.

კატეგორია: კულტურა | ნანახია: 1408 | დაამატა: saintereso | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
» შესვლის ფორმა
» ძებნა
» საიტის მეგობრები
სურათის სრული ზომით ნახვა






20 წლის გოგონა შეყვარებულის “ვნებიანი კოცნის” შედეგად დაყრუვდა

ქალებისა და მამაკაცების ერთად წოლა არ შეიძლება!

მთვლელი




Copyright MyCorp © 2024