saintereso.ucoz.com
პარასკევი, 2024-04-19, 2:27 PM
» საიტის მენიუ
» ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
Всего ответов: 154
მთავარი » 2010 » მარტი » 23 » მსოფლიოში ერთადერთი ცეკვის ნოტები და ლონდონის ფესტივალის დღემდე უცნობი მასალები
მსოფლიოში ერთადერთი ცეკვის ნოტები და ლონდონის ფესტივალის დღემდე უცნობი მასალები
10:12 PM
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში უნიკალური არქივის პრეზენტაცია 23 მარტს 12 საათზე გაიმართება. ძვირფასი ისტორიული მასალა დიდი ქართველი ქორეოგრაფის დავით ჯავრიშვილის ოჯახმა მუზეუმს 22 მარტს გადასცა.
არქივი განსაკუთრებულ ეროვნულ მნიშვნელობას რამდენიმე გარემოების გამო იძენს. მასში წარმოდგენილია ცნობილი ქართული ცეკვების "ქართულის”, "მთიულურის’, "ხანჯლურის”, "განდაგანის” ე.წ ნოტები. ისინი დავით ჯავრიშვილის მიერ არის შექმნილი და ამ გრაფიკულ ჩანახატებს მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება.
 საყურადღებოა არქივის ის ნაწილი, რომელიც 1935 წელს ლონდონში ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალს ეხება. ლონდონის ფესტივალი ქართველი მოცეკვავეებისათვის პირველი საერთაშორისო ფორუმი იყო, ამ დღესასწაულის ამსახველი უნიკალური ფოტოები, მოსაწვევები და პროგრამები კი დღემდე საქართველოს არც ერთ სიძველეთსაცავში არ ინახებოდაA
დავით ჯავრიშვილმა საფუძველი დაუდო პირველ ქართულ სპორტულ გაერთიანებას "შევარდენი”, რომელიც 1918-1921 წლების დემოკრატიული საქართველოს ზეიმებსა და აღლუმებში რეგულარულ იღებდა მონაწილეობას, თუმცა ამ სპორტული გაერთიანების ფოტოები და ოფიციალური დოკუმენტაცია ფართო საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი იყო. არქივი "შევარდენის” მოღვაწეობის ამსახველ სრულ მასალას შეიცავს
პრეზენტაცია სასახლის ბიბლიოთეკაში გაიმართება, მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად პრეზენტაციას დავით ჯავრიშვილის შთამომავლებიც დაესწრებიან.


ნანახია: 1790 | დაამატა: saintereso | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 1
1 scream  
0
debilobaaa tongue tongue cool cool cool happy happy angry angry

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
» შესვლის ფორმა
» ძებნა
» საიტის მეგობრები
სურათის სრული ზომით ნახვა






20 წლის გოგონა შეყვარებულის “ვნებიანი კოცნის” შედეგად დაყრუვდა

ქალებისა და მამაკაცების ერთად წოლა არ შეიძლება!

მთვლელი




Copyright MyCorp © 2024